|
2015-09-25 16:01:05, 599 ნახვა
საზოგადოება
საგნის გამოცდისთვის პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება
საგნის გამოცდისთვის პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკოს მასწავლებელს; ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული (შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის) აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება. გამოცდას აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 2016 წლიდან პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ. მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ საგნის გამოცდა ივლისის თვეში ჩააბარონ. ყველა აპლიკანტს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge და www.online.naec.ge. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა. დამხმარე კრებულები პედაგოგებისათვის განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)