2015-09-27 10:58:28, 553 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ კერძო სექტორის სამუშაო ლანჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ კერძო სექტორის სამუშაო ლანჩს დაესწრო.
სახელმწიფო მეთაურებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კერძო სექტორის როლზე მდგრადი განვითარების საკითხებში.
სტუმრებს გაეროს გენერალურმა მდივანმა უმასპინძლა. სამუშაო ლანჩს ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის, დანიის, ხორვატიის, ლუქსემბურგის, მოლდოვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის შვედეთის მეთაურები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან