|
2015-09-27 10:43:31, 598 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაჰუდინ რაბანიმ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მან ავღანეთის მთავრობის სახელით მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში შედგა. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველომ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს ავღანეთის მხარდაჭერა, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე კარგი მმართველობის სისტემის დანერგვის კუთხით ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას დაუდასტურა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობა. მან გიორგი კვირიკაშვილს გაუზიარა ავღანეთის მთავრობის ხედვა ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმებზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)