|
2015-09-27 14:17:03, 732 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, მინისტრი სოზარ სუბარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მოეწყო აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოების გამოფენა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახისვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და აფხაზეთიდა იძულებით გადაადგილებული პირები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)