|
2015-09-27 11:06:45, 735 ნახვა
საზოგადოება
ნიუ იორკის Chelsey Market-ში ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia იმართება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც chelsey market-ში სამი დღე გრძელდება, წარმოდგენილია სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიას, დააგემოვნოს ადგილზე ქართული საკვები და ღვინო. „გამოფენა-გაყიდვა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქტცია დამთვალიერებლებსა და შეძენის მსურველებსსაშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურულ და ისტორიულ შტრიხებს, რაცუცხოელი სტუმრების მხრიდან საქართველოსადმი სამომავლო ინტერესის გაღვივებასა დაქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში. მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, Chelsey market-ს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგარზდები მოიკითხა და მათ წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)