15:00 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 14:11:09, 680 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა აფხაზეთის ომში შსს-ს აკადემიის დაღუპულ კურსანტებს პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული, შსს-ს აკადემიის კურსანტების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელები, მსმენელები და დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 შს მინისტრმა ქვეყნის წინაშე დაღუპული კურსანტების დამსახურებაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილი დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა.

გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიების ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში სტუმრებთან ერთად დაღუპული კურსანტების შესახებ წარმოდგენილი ფოტომასალა დაათვალიერა.

„1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან, უშიშროების უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი დაიღუპა.

შსს-ს აკადემიაში აფხაზეთში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარებული მოვლენების შესახებ საარქივო მასალებიც გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ჟურნალ „საარქივო მოამბის“ აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული სპეციალური ნომერი და 1992 წლის აფხაზეთის ომის დოკუმენტური კადრები“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics