საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საგრანტო კონკურსით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გამოაცხადა.