„რა გაწუხებთ?“ - ამ სახელწოდების სოციალურ ინიციატივას „გლობალ ალიანსი“ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა სპეციალურ კითხვარებს ავსებს და ჯანდაცვის სფეროში საკუთარ საჭიროებებს აფიქსირებს. „გლობალ ალიანსი“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან.