09:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 09:28:44, 491 ნახვა

საზოგადოება
აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტა

აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტა.

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, პროექტ "ახალი ტფილისის" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

"აღმაშენებლის გამზირზე - აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე - მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობაც.

გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე - N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე.

დავით აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი:

აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება აბაშიძის ქუჩაზე უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით.

დავით აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება აბაშიძის ქუჩაზე უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების წარმოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ - კიევის და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია მოძრაობის შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics