09:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 14:09:39, 688 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

მოსაშვილის ქ.№9-ში, ჭავჭავაძის გამზირის №68-ში, №70-სა და № 72-ში საკანალიზაციო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძველი სარეაბილიტაციო მილები პოლიეთილენის გოფრირებული მილებით შეიცვალა და ყველა დაზიანებული ადგილი შეკეთდა. პროექტის ღირებულებამ 45 000 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მოსაშვილის ქუჩაზე დღეს ვაკის გამგებელი მოსახლეობას შეხვდა.

„ვაკის გამგეობა განაგრძობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას. ამჟამად კიდევ ათ ობიქტზე მიდის საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოები - სამი ბაგებში, ოთხი ვაჟა-ფშაველაზე, ორი ჭავჭვაძეზე, ერთიც წყნეთში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

გზის საფარის დაგებას, რომელიც საკანალიზაციო სამუშაოების შემდეგ მოასფალტებას საჭიროებს, გამგეობა უზრუნველყოფს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics