09:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 15:35:16, 575 ნახვა

საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა

ლისის ტბის  რეკრზაციული კომპლექსის მიმდებარედ  გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა.  

მერიის ინფორმაციით, 2-2.5 მ სიმაღლის კედარის, კიპარისისა და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეები ლისის ტბის გარშემო ქარსაცავი ზოლის მოწყობის მიზნით დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

დავით ნარმანიას განცხადებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქარსაცავი ზოლის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტერიტორიის რეკრეაციული რესურსებისა და ეკოსისტემის განვითარებისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით. 

,,აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანების ღონისძიებებს. დღევანდელი ღონისძიება ლისის ტბის გარშემო გამწვანებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია წესრიგდება და აქ ჩართულია როგორც ინვესტორი, ისე თბილისის მერია, იმისათვის, რომ კარგი რეკრეაციული ზონა განვითარდეს. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა შეემატება თბილისს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, ლისის ტბის ტერიტორიაზე დღეს 1500 ხე-მცენარე დაირგო. ჯამში, ლისის ტბის მიმდებარედ, 2500 ხის დარგვა იგეგმება.

„გამწვანების სამუშაოები სპეციალისტების  მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის,  ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანების, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები  დაირგვება  ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე,  ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ.

მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას  კონტრაქტორი კომპანიები  უზრუნველყოფენ.

2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics