2016-04-03 15:15:18, 525 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: უფალი ისეთ ჯვარს გვაძლევს, რომლის ტარებასაც ადამიანი შეძლებს
„არის შემთხვევა, როცა ეცემა და ვეღარ მიდის, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრებულია“-ამის შესახებ სრულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყოველი ადამიანი არის ჯვრის მტვირთველი, ჯვრის მატარებელი.
„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მას გააჩნია მძიმე ჯვარი. ჯვარს აძლევს უფალი და უფალი გვაძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებას შეძლებს ადამიანი.
ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი თავისი პირადი პრობლემებისა, ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი ერის ტვირთვისა, ერის სიმძიმისა“,-ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ მრევლს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან