09:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 11:17:38, 534 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2 აპრილი  აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის თანახმად ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მუდმივად მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აუტიზმის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

2016 წელს ამ დღის თემაა „აუტიზმი და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგი 2030 წლამდე: ინკლუზია და ნეირო მრავალფეროვნება“.

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის ხაზგასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა აქტიური და თანაბარი მონაწილეობის აუცილებლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. გზავნილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოების ცხოვრებაში, რაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევად და მათი პოტენციალის დაკარგვად მიიჩნევა.

საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი უფლებების სათანადო რეალიზება. ქვეყანაში  არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია მათთვის აუცილებელი და საჭირო მომსახურებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

კვლავ რჩება ბარიერები სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში. სპეციფიური სასწავლო სტრატეგიებისა და მეთოდების არარსებობა, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს აუტიზმის მქონე ბავშვების სრულფასოვან ინკლუზიას და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საჯარო გამოსვლების დროს სხვადასხვა სახის განცხადებებით ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას.

სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი შესაძლებლობების ზრდაზე. მიმართოს სათანადო ძალისხმევა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლისა და არსებული სტიგმის დაძლევისაკენ, უზრუნველყოს მათი ყოველმხრივი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვით ხელი შეუწყოს ამ პირთა ღირსეული მომავლის შექმნას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics