დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სსიპს, 810 ათასი დოლარის გრანტი გადაეცა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სსიპს, 810 ათასი დოლარის გრანტი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.