|
2016-11-14 10:09:04, 772 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირთან შეთანხმებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით, დიალოგი გაიმართება
დღეს,14 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე, სოფელ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით, დიალოგი გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა გახსნიან. ღონისძიების მოდერატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იქნება, რომელიც DCFTA-ს ჭრილში სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციასაც გააკეთებს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)