00:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 21:21:37, 763 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის საგარეო მინისტრმა კვირიკაშვილს ქართველი სამხედროების სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გერმანელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა, ავღანეთში გერმანიისგენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს, ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლიერება გამოხატა, თითოეული ქართველი სამხედროს მიმართ, რომელებმაც თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა უზრუნველყვეს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

საუბრის დროს, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო არჩვენებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.  მანვე, პრემიერს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობას,  სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა.  

საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის მხრიდან  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობას.  გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს.   

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics