10:28 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 17:11:08, 989 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა.

ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ”ბორჯღალოსნები“ 10:20 დამარცხდნენ.

ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ბექა ბიწაძემ და ვასილ ლობჟანიძემ დადეს, გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

"ბორჯღალოსნები" შემდეგ ტესტ-მატჩს სამოას წინააღმდეგ 19 ნოემბერს, თბილისში გამართავენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics