2016-11-12 22:00:24, 885 ნახვა
საზოგადოება
1:0 - ქართველი ფეხბურთელები პირველ ტაიმში მოლდოვას ამარცხებენ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1-ელი ტაიმის შემდეგ მოლდოვას ანგარიშით 1:0 ამარცხებს.
ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი დინამო არენაზე მიმდინარეობს. ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები დააყენა: გიორგი ლორია, გიორგი ნავალოვსკი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, მურთაზ დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და გიორგი ქვილითაია.
შეგახსენებთ, საქართველო გამარჯვების შემთხვევაში შესარჩევ D ჯგუფში 4 მატჩში 4ქულას მოაგროვებს და მეხუთე პოზიციაზე დარჩება
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან