|
2016-11-12 08:06:58, 813 ნახვა
საზოგადოება
რიგით 42-ე საზოგადოებრივი ცენტრი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში გაიხსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება საქართველოში რიგით 42-ე საზოგადოებრივი ცენტრი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ და რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ გახსნეს. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ ლაჯანის მოსახლეობის გარდა ისარგებლებს გაგულეჩის, ორბელის, სპათაგორის, ლეშკედას, ლაცორიას, წილამიერის, კურცობის, ხოჯის, უსახელოს, ლაილაშის, თაბორისა და სურმუშის 5 000-ზე მეტი მოსახლე. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ლაჯანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და 250 000-მდე სერვისია გაცემული. დღესდღეობით საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს: შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხსა და ბარალეთში. წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ კუმურდოში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) გაიხსნება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)