2016-11-14 09:53:48, 667 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგარი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში +15 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, 15 ნოემბერს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო 16 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.
შედარებით თბილი ამინდებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. სინოპტიკოსები დასავლეთში +16-21 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან