სუს-ის, შსს-ს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საჩვენებელი საველე ვარჯიში გამართეს
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის “ ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოსა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საჩვენებელი ვარჯიში გამართეს.