20:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 19:32:26, 1600 ნახვა

სამართალი
დემურ სტურუას დედასა და ძმასთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევაზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასა და ძმასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ დავით ნაცვლიშვილი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა იუწყება.

​როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო უწყების მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით.

”გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics