|
2016-09-02 19:09:48, 1311 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმის გამო, შეშფოთებას გამოხატავენ
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმის გამო, რასაც შედეგად ოფისის დაზიანება მოჰყვა. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ეს არ არის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე და ოფისებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ფონს ქმნის და საფრთხის წინაშე აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. "ბოლო პერიოდში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებზე განხორციელებული თავდასხმებები სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. ამის მაგალითია, კორცხელის ინცდენტი.ასევე სხვა ინციდენტები, რომელთა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. 2016 წლის 10 აგვისტოს, „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი გაქურდეს, ხოლო 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს. 2016 წლის 22 აგვისტოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრზე თავდასხმა განხორციელდა, კერძოდ გავრცელებული ინფორმაციით ქ.რუსთავში, სახლისკენ მიმავალ ენმ-ის აქტივისტ არსენა კასაშვილს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გზაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულის დაუსჯელობა კიდევ უფრო ახალისებს მსგავს ქმედებებს, რასაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები ემატება, რაც დანაშაულის მორალური გამართლებითძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ გამოძიების დაწყებით არ შემოიფარგლებიან და სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ დანაშაულზე. ძალადობის პრევენცია უაღრესად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და თანაბარ გარემოში ჩასატარებლად",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტი (TDI) ; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)