შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გიორგი დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.