|
2016-09-03 16:34:15, 1515 ნახვა
სამართალი
დემურ სტურუას ბიცოლა: დემურის დედას საქმის ერთ-ერთი მოწმე თავს დაესხა
დემურ სტურუას ბიცოლამ დარიკო ჯაშმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დემურის დედას საქმის ერთ-ერთი მოწმე მიუვარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ის ვინც დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას თავს დაესხა პროკურატურაში ყავდათ დაბარებული და დემურის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო. მან გვითხრა, რომ ჩემთან პოლიციელი სერგო მოვიდა და მითხრა, რომ იქნება ნონა როგორმე გააჩუმეთო. ამის თაობაზე ნონას მოუვარდა და სცემა, ხოლო ბავშვს ახრჩობდა. ეს პიროვნება ამწუთას პროკურატურაში გადაიყვანეს“, - განაცხადა დარიკო ჯაშმა. ამ თემასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს. „გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება გავრცელებუბლ ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა ნონა ჯოჯუაზე თავდასხმელი დააშინეს, მსგავს ფაქტს არ ვადასტურებთ. პირად თემასთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი“, - განაცხადეს შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)