03:09 - 22 Oct, 2026
|
2016-09-02 17:54:47, 1505 ნახვა
სამართალი
„მოამბის“ ოპერატორს ვაკეში მოკლულის ახლობლები დაუპირისპირდნენ
ვაკეში, „მოამბის“ ოპერატორს, მოკლულისა და დაჭრილის ახლობლები დაუპირისპირდნენ, რის გამოც, პირდაპირი ჩართვის დროულად ორგანიზება ვერ მოხერხდა. მომხდარის შედეგად, სასამართალდამცველებმა „მოამბის“ ოპერატორი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. შეგახსენებთ, ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელიც გაჩერებულ მანქანაში იჯდა, ერთმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. ავტომანქანაში კიდევ ერთი ადამიანი (ზაქარია ჩიბუხაშვილი) იმყოფებოდა, რომელიც დაიჭრა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)