ჭიაბერაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ბუნდოვანია
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობის კანცელარიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ლარის გაუფასურების მიზეზებს აღწერს და შემდგომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მიგვითითებს ტყუილი და აბსოლუტურად ბუნდოვანია.