09:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
უსუფაშვილი: ვერ გადავდგით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი იყო

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავდგით ის აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს და 2012 წლის შემდგომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

 

დავით უსუფაშვილი: ვერ ვხედავ საჭიროებას, უახლოეს მომავალში რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უახლოეს მომავალში რაიმე სახელწმიფო თანამდებობის დაკავებას გამორიცხავს. ეს განცხადება მან  საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მედიასთან ბოლო შეხვედრა გამართა.

 

უსუფაშვილი: ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი

„ ხვალიდან, ზეგიდან ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

 

კვირიკაშვილი: მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი ფასეულობა ყოველთვის ადამიანი იყო
გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრების სახელით, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

მოქმედი მთავრობა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დღეს ბოლო სხდომას მართავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებისას  გასული 4 წელი შეაჯამა.

დიასპორის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი გელა დუმბაძე დიპლომატიას უბრუნდება

პრემიერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის წვლილზე ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა:

მოქმედი მთავრობა ბოლო სხდომას მართავს

მოქმედი მთავრობა დღეს  ბოლო სხდომას მართავს. მინისტრთა კაბინეტი 17 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების საკითხი.

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა
პრეზიდენტი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "NATO-საქართველოს სწავლება - 2016"-ს დაესწრო, რომელიც კრწანისში, NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს. პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო.

პრემიერი: ვამაყობ, რომ ქართველებმა ნატო-საქართველოს წვრთნების ყველა ეტაპის წარმატებით გავლა შევძელით

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები გაუძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.   

მოქმედ მთავრობას ხვალ უფლებამოსილება შეუწყდება

ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.

პრეზიდენტის განკარგულებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება
დავით უსუფაშვილი: ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა სხდომა ჩაატაროს
კობახიძე: უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლებიც საპარლამენტო კუთხით საქართველოშია დამკვიდრებული
კობახიძე: უსუფაშვილმა პარლამენტარიზმის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics