21:07 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 16:09:34, 1660 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა კოსტა რიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით  კოსტა-რიკას რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ  კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან,  ალეხანდრო სოლანო ორტისთან შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა საქართველოსა და კოსტა რიკის საგარეო უწყებებს შორის  არსებული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი მიმოიხილეს, ისაუბრეს  მრავალმხრივ ფორმატში  თანამშრომლობის საკითხებზე.

 შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების დიდიპოტენციალი, შეხვედრის მონაწილეებმა  გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კოსტარიკელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა  2018-2021 წლის ვადით გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურიმდივნობის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე.

 დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებასდა ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics