06:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა მოკლე დროში ჩამოყალიბდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით,  ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც,  პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, პრიორიტეტული თემაა, რომელზე ზრუნვაც ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.

რუსეთის საგარეო უწყება ნატო-საქართველოს წვრთნებზე: რუსეთი მსგავს აქტივობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსზე: იგეგმება რიგი კომპლექსური ზომების გატარება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიას მადლობის წერილს უგზავნის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს  ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

სერგი კაპანაძე: დავით ბაქრაძე უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი

„ყველა კვლევით ენმ-ის მინიმუმ ერთი ლიდერი მაინც - დათო ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით და მოწონებით სარგებლობს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი,  ეს არ ნიშნავს, ოღონდ იმას, რომ მხოლოდ ბაქრაძის, ან მხოლოდ მიშას გამო დაუჭირა ხალხმა მხარი ენმ-ს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი სერგი კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მოგერინი: საქართველოში სიტუაცია პოზიტიურია, ამიტომ საჭიროა, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა

„საქართველოში შექმნილი ვითარება ძალიან პოზიტიურია, ამიტომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილავენ

15-16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ვიზიტით  ევროპის საბჭოში იმყოფება.

ნარმანია: შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო
NDI: სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაუმჯობესება აღინიშნა

„არჩევნების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგი გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა კვლავ არსებობს კითხვები საქმის განხილვის მექანიზმების თანამიმდევრულობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

ქუმსიშვილი: მხარს დავუჭერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს
NDI: მედია რეგიონში ყველაზე თავისუფალია, თუმცა ერთ-ერთი პოპულარული მედია მუქარის ქვეშაა

ზოგადი ინფორმაცია არჩევნების პირველი ტურისთვის პროცესის სანდოობისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტები უმეტესწილად არსებობდა, ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, დიდწილად დაცულია“,-ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI)-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში  ნათქვამი.

NDI: საპარლამენტო არჩევნები ღია პოლიტიკური გარემოთი და კონკურენტული საარჩევნო კამპანიით ხასიათდებოდა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ( NDI) საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების  შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

პრემიერმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით წარადგინა საქართველოს კანდიდატი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

„ოცნება“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძეს, სპორტის კომიტეტის კი - მიხეილ ყაველაშვილს წარადგენს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე: სომხეთისადმი განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებში რუსეთი აუცილებლად ჩაერევა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე სომხეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ეხმაურება. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც ჩანს, სირიაში ვითარება რთულდება და რუსეთმა და სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლობა გააძლიერონ.

მანანა კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ

 „მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ - დავიკავო რაიმე თანამდებობა, აქვე, ვადასტურებ, რომ უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე“, -  ამის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics