01:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 12:43:24, 1706 ნახვა

პოლიტიკა
ფრანს ტიმერმანსი: საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს

„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს", - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან განმარტა, რომ ეს სურვილი ევროკავშირის მხრიდან უნდა გამოიხატოს საქართველოსთან თანამშრომლობაში, ინვესტიციებით, უვიზო რეჟიმის შემოღებით, რაც აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

ტიმერმანსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა გაფართოებასთან დაკავშირებით რეალისტური მიდგომა. მანვე დასძინა, რომ მისი გადმოსახედიდან, ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებით უნდა დაიწყოს და კავკასიაზე გავრცელდეს.​

ცნობისთვის, ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომლის დროსაც მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვებით მიმართეს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრენდან სმიტმა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ ჰილი-რეიმ.​

ფრანს ტიმერმანსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics