14:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 14:13:07, 2135 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: არაერთხელ გავაფრთხილე ოპოზიცია, რომ პროცედურის გაწელვა პაკეტის სიღრმისეულად განხილვას ხელს შეუშლიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში და რატომ მოუწია მას რიგ შემთხვევაში მისთვის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.

კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან  ხორციელდებოდა ე.წ. ფილიბასტერინგი, ანუ, პროცედურის დროში  ხელოვნურად გაწელვა:

„რამდენჯერმე ღიადაც და დახურულ რეჟიმშიც  ვთხოვე უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ეს არ გაეკეთებინათ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლიდა ამ კანონპროექტის საგნობრივ განხილვას. ყველა ხედავდით, რა რეჟიმში წარიმართებოდა განხილვა.  უმრავლესობა პრაქტიკულად არ იყო ჩართული განხილვაში, მხოლოდ საკომიტეტო რეჟიმში და კულუარულ რეჟიმში იყო ჩართული ამ კანონპროექტის განხილვაში გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ საპარლამენტო უმცირესობამ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის და პროცედურების ხელოვნურად გახანგრძლივების თაობაზე. ეს იყო, რა თქმა უნდა, მათი არჩევანი, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება,  თუ რეგლამენტის შესაბამისად იყენებენ თავიანთ უფლებებს პარლამენტის წევრები. მხოლოდ იქ, სადაც რეგლამენტს უხეშად არღვევდნენ დეპუტატები, მიწევდა შესაბამისად რეაგირება, ცალკეულ შემთხვევაში მიკროფონის გამორთვა.  ეს იყო მაქსიმალური რეაგირების მექანიზმი, რომელიც მე შემეძლო გამომეყენებინა და გამოვიყენე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. მე არაერთხელ გავაფრთხილე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ე.წ. ფილიბასტერინგი ხელს შეუშლიდა ამ უმნიშვნელოვანესი პაკეტის საგნობრივად და სიღრმისეულად განხილვას, ეს არ გაითვალისწინეს და ამ ყველაფერის შედეგია ის, რაც მოხდა. უკეთესი იქნებოდა ჩვენ თითოეული მუხლის და პუნქტის მიხედვით გაგვევლო როგორც ძირითადი, ასევე სხვა კანონპროექტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბიუროზე კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს ე.წ. ფილიბასტერინგი, კიდევ ერთხელ გვითხრეს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, რომ ხელოვნურად გაწელავდნენ დღეიდანაც კანონპროექტის განხილვას, მე დამჭირდა რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების გამოყენება და ამ უფლებამოსილების გამოყენების მთავარი მიზანი იყო კანონპროექტის საგნობრივი და სიღრმისეული განხილვის უზრუნველყოფა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს, სადაც  მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ:

„ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ  ამ განხილვების განმავლობაში შეგვიზღუდეთ პრაქტიკულად ყველანაირად აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით  ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, საბოლოოდ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის, სუს-ის ნოტარიუსად ქცევას.  ამ ინიციატივით, რომელიც დააყენა ქალბატონმა ბესელიამ, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ჩვენ ვტოვებთ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მან რეგლამენტის შესაბამისად,  ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტაჟი აღკვეთა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics