15:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
წულუკიანი ენმ-ს: გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან გვირაბის მეშვეობით კავშირის დამყარებას აპირებდა

„გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან გვირაბის მეშვეობით აპირებდა კავშირის დამყარებას“,-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში  კომიტეტების  რამდენიმე გაერთიანებულ  სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

მღებრიშვილი: ინტერპოლი უახლოეს მომავალში გიგა ოთხოზორიას მკვლელის წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ინტერპოლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წითელი ცირკულარით ძებნას უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ მრებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ინაშვილი "ოცნებას": იმსახურებთ იმას, რაც ახლა დარბაზში ხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ გააცოცხლეთ

"ქართული ოცნება" იმსახურებს იმას რაც ახლა დარბაზში ხდება, იმიტომ, რომ ეს ხალხი თქვენ გააცოცხლეთ, - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი კომიტეტების სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმულ მწვავე კითხვებს და მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავს.

მღებრიშვილი ბოკერიას: კრიმინალი გაზრდილი არ არის, ზეპირად საუბარი, ბოდიშს გიხდით და ჭორაობას გავს

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კრიმინალის გაზრდაზე კითხვა ახალი არ არის და ჭორაობას გავს, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას.

იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე: საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდი

„საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის  მე ვერ წავიდოდი, კონკრეტული თემისთვის  ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისია, მათ შორის რუმინეთში, რომელიც მთავრობას  იანვარში დააკომპლექტებს და უფრო კონკრეტულად  ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი იქნება თებერვალში განხილული“,-ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას თუ რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე.

თეა წულუკიანი: ამ არჩევნებზე გვქონდა ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია

„ამ არჩევნებზე გვქონდა ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის შემოღება შესთავაზა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის - წინასააღკვეთო პრობაციის შემოღება შესთავაზა, - ამის შესახებ კახიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

იზორია: რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კრიტიკულია
ალან დუნკანი: დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი ურყევია

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე საერთაშორისო პარტნიორისა და რეგიონში დემოკრატიული მოდელისადმი, ურყევია, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტთ მყოფმა დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა განაცხადა.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს
კოჟორიძე: მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თუ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები
მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს მრავალათასიანი ყრილობა ჩაატაროს
მინისტრთა კაბინეტის მოსმენა პარლამენტში დღეს დაიწყება
მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში აქციას გამართავს
ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ეწვევა
საგარეო უწყება: რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას ემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics