15:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სოზარ სუბარს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს
ჭიაბერაშვილი: მინისტრობის კანდიდატების რიხიან პრეზენტაციებს სავალუტო ფონდმა ცივი წყალი გადაასხა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებთან  კითხვები აქვს. მას აინტერესებს, რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა  შეჩერებულია. ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სავალუტო ფონდის პროგნოზებზე ისაუბრა:

კალაძე: ტარიფების ზრდა რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი რესურსების ათვისება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 000 ოჯახი  ბუნებრივ აირს მიიღებს.

წულუკიანი ოთო კახიძეს: მესმის, რომ თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვენ იყავით ადვოკატი და  გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ გამარჯვებად ასაღებთ არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ გასაჩივრდა დიდ პალატაში და დიდმა პალატამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შედის ძალაში“, - ასე უპასუხა  იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის კითხვას, რომლის შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხებოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი იყო

„დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2 %, ხოლო საგარეო ვალი 39%-ს წარმოადგენს", - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახი კალაძე: ელექტროენერგიას ყველა უშუქო სოფელში მივიყვანთ

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით,  ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

გიორგი გახარია: ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება.

ჯანელიძე: ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ახალი, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა
გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა
წულუკიანი ელენე ხოშტარიას: მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო შესაძლოა ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა იყოს

„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომელიც თბილისს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვია.

წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: დღეს სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და დაზაფრულები ხართ
ციხელაშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმები ამოქმედდეს

2008 წლიდან მოყელებული ორივე ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, მანამდე არსებული საერთაშორისო მისიები შეწყდა და ის რეალობა მივიღეთ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს ფაქტობრივად ექსკლუზიურად აკონტროლებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა და ალან დუნკანმა "უორდროპის დიალოგის" მნიშვნელობასა და ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრეს

"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს  მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის  საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრ  სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

წულუკიანი: არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე ვიზალიბერალიზაციის პროცესების დადებითად დასრულებაში

არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე, ვისაუბრო იმაზე, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics