|
2017-03-07 12:32:45, 2414 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, არად ბენკოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს გეორგ კარაბაჩეკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიუხედავად, აქვთ ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის გამო. აღინიშნა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ორმხრივი ბიზნეს ფორუმიც გაიმართება, რომლის მუშაობაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ავსტრიის ფინანსური დახმარებით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. მათ შორის, გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობაზე. სამთო ინფრასტრუქტურის გარდა, თანამშრომლობა ასევე ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და ტყის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებითაც. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ავსტრიის სავაჭრო პალატის ოფისის ხელმძღვანელი ანა ლატარია. (NS)
ადვოკატი ღარიბაშვილის სასამართლოზე არმისვლაზე - სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
ჩეჩენი ტრანსგენდერი მამაკაცი რომელიც ბათუმში გარდაცვლილი იპოვეს, ძმის განცხადებით ის მოკლეს
ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)