|
2017-03-07 13:25:14, 2191 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მედია მაქსიმალურად თავისუფალი იყოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მედია მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და რაიმე ჩარევაზე საუბარი ამ ვითარებაში არასწორია. სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, მედიის თავისუფლების კუთხით, რამდენიმე წლის წინ არსებული ვითარება გაიხსენონ და დასკვნები გამოიტანონ. ამასთან, დოლიძე ამბობს, რომ „რუსთავი2“-ის საქმეზე გადაწვეტილებას, რომელსაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღებს, ხელისუფლება ადეკვატურად აღიქვამს: „ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს ამ თემას და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველ რიგში გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება წამოსული. დანარჩენ შემთხვევაში, მოდით პრესის თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ მაშინ, როდესაც საუბარია დღევანდელ ვითარებაზე. გადავავლოთ რამდენიმე წლის წინ როგორ იყო და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ზოგადად, ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ იყოს მაქსიმალური თავისუფლება და არანაირ ჩართულობაზე და ჩარევაზე საუბარი არ უდნა იყოს, მაგრამ თავისუფლება არის ერთი თემა მედიის და პრესის, ასევე კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფლება და ამისი უფლების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ადეკვატურ დასკვნას და გადაწყვეტილებას, რასაც ბუნებრივია ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურად მიიღებს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)