|
2017-03-07 16:14:48, 2379 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კარგი ადვოკატი ჰყავს და ის საბერძნეთია
„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ადვოკატი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს არის საბერძნეთი და ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ ამ მიმართულებით“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ეს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რაც ადასტურებს რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა. „ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლის თავს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები 25 წლის წინ არ დაწყებულა. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული კავშირები და ეს ისტორიული კავშირები საფუძვლად უდევს დღეს იმ ხალხთაშორის ურთიერთობას, კონტაქტებს და ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ძალიან მჭიდრო მეგობრობას, რომელიც დღეს არსებობს. დღეს ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგი. ორმხრივ დღის წესრიგში ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საკითხს, რომელიც ეხება ისეთ ურთიერთობებს, როგორიც არის ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის სფეროში ურთიერთობები, ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, მეცნიერების და განათლების სფეროში ურთიერთობები ჩვენ ამ საკითხებს ყველას განვიხილავთ უფრო დეტალურად მჭიდრო თანამშრომლობით როგორც უწყებებს შორის ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტების შეხვედრების ფარგლებში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატებზე, შესაძლო სამმხრივ ფორმატებზე და ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ადვოკატი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს არის საბერძნეთი და ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ ამ მიმართულებით“,-აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე განმარტებით, საბერძნეთის მხრიდან ვიზალიბერალიზაცია მტკიცედ იყო მხარდაჭერილი. „დღესაც ვისაუბრეთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე ევროინტეგრაციის პროცესში, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მტკიცედ იყო მხარდაჭერილი საბერძნეთის მხრიდან და ასევე სიმბოლურია, რომ ბერძენია ევროკომისარი, რომელმაც ქართველ ხალხს მიულოცა ამ გადაწყვეტილების მიღება. ბატონ ნიკოს რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ საკითხის ძალიან დიდი ადვოკატირებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგ ნაბიჯებზე და თუ როგორ შეიძლება გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, რათა გავცვალოთ უფრო მეტი ინფორმაცია, გამოცდილება მივიღოთ მეტი ამ გზაზე და როგორ მოვუტანოთ მეტი სარგებელი ჩვენს მოქალაქეებს ამ თანამშრომლობის შედეგად“,-განაცხადა ჯანელიძემ. მისივე თქმით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. „ჩვენ მტკიცე მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელსაც ვიღებთ საბერძნეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით და ასევე საერთაშორისო სამართლის და პრინციპების მტკიცე მხარდაჭერის კუთხით. ვისაუბრეთ ზოგადად რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. საბერძნეთი და საქართველო გააკეთებს ყველაფერს რათა შექმნილიყოს მეტი შესაძლებლობები განვითარებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის“,-დასძინა მიხეილ ჯანელიძემ.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)