18:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:23:09, 1636 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, კამპანიის პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართება. 

„თქვენ ყველას გახსოვთ, პრეზიდენტის წინადადება საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესისადმი მეტი ნდობა და მაღალი კონსენსუსი. გიორგი მარგველაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩართულიყო კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვაში.

შესამაბისად, მინდა გაცნობოთ, რომ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს“, - განაცხადა მიშველაძემ.

როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

„ჩვენ საზოგადოებას, უფრო კონკრეტულად გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და კამპანიის მიზნებს. ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას - მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელში და ქვეყნის მართვაში, ხალხის ჩართულობის მეტ გარანტიებს. 

ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენ კი, ამ შეხედულებებს საჯაროს გავხდით და იმედი გვაქვს, ისინი იქნება მოსმენილი და გაზიარებული. პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის  და საზოგადოების წარმომადგენლები“, - განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics