|
2017-03-07 17:00:52, 2265 ნახვა
პოლიტიკა
ლევან თორიამ ვიდეო გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, როგორ ერთობა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ქორწილში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან თორიას განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი ქორწილში ერთობა. მან ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე, მედიის წარმომადგენლებს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეოც აჩვენა. „კანჯიოღლი, რომელიც არის გიგა ოთხოზორიას მკვლელი, დაახლოებთ ერთი კვირის წინ იმყოფებოდა აფხაზეთში, ქორწილში. ამ ვიდეომასალაში არის დაფიქსირებული, თუ როგორ ცეკვავს, როგორ ერთობა და ამ დროს ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები არავითარ ზომებს არ იღებენ და ბედის ანაბარადაა მიტოვებული ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან თორიამ და დასძინა, რომ ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული პირი რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)