21:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ტრამპმა Twitter-ში უკვე მიუთითა, რომ „აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია“

"რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარ თავზე ინფორმაცია განაახლა და მიუთითა, რომ "აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია".

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ იფნრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამერიკელი ექსპერტი: ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ჯარებს გაიყვანს

"რესპუბლიკელი" კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, იმას, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს, - ასე შეაფასა ამერიკელმა ფროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის დორექტორმა შეინ დინლიმ, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება.

დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ

დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.

არეულობა აშშ-ში - მოქალაქეები ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ

ვაშინგტონში თეთრ სახლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

მოგერინი: აშშ-ევროკავშირს შორის კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში, - ამის შესახებ მოგერინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სტოლტენბერგი: ტრამპთან შეხვედრას და ნატოს სამიტზე მის მასპინძლობას მოუთმენლად ველი
შულცი: ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცის განცხადებით, "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებს გაართულებს, - ამის შესახებ შულცმა ტელეკომპანია WDR-ის ეთერში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში: პუტინმა ამერიკის არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაქფოლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მაიკლ პენსი: ჩემთვის დიდი პატივია ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვემსახურო
სააკაშვილი ტრამპზე: მე ამას ვწინასწარმეტყველებდი
დონალდ ტრამპი: პირობას გაძლევთ, ამ გამარჯვებით ყველა ამერიკული ოცნება ახდება

აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბიდან სიტყვით მიმართა.

ბარაკ ობამა არჩევნებზე: რაც არ უნდა მოხდეს, მზე დილით ამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

სოსო ცინცაძე: კლინტონს გამარჯვების ერთადერთი შანსი აქვს

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში  დონალდ ტრამპი ლიდერობს.  კერძოდ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მას გამარჯვებამდე  კოლეგიის 6 ხმა აკლია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics