|
2017-06-06 11:28:28, 2389 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერის ტერაქტის ორგანიზატორის სალმან აბედის უფროსი ძმა, გაათავისუფლეს
სკოტლანდ იარდმა მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის სალმან აბედის უფროსი ძმა, ისმაილ აბედი გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ის თავდასხმის შემდეგ, როგორც ტერორისტის მოკავშირე დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო სამარტალდამცველებმა 24 წლის ისმაილ აბედი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა. როგორც BBC წერს, გამოძიების ფარგლებში მანჩესტერის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 18 ადამიანი დააკავეს. დაკავებების პარალელურად, თავდამსხმელის მშობლიურ ქვეყანა ლიბიაში რეიდები განხორციელდა. რეიდების დროს ტერორისტის უმცროსი ძმა, 20 წლის ჰამიდი, ტრიპოლიში დაგეგმილი ტერაქტის მზადებისთვის აიყვანეს. სამართალდამცველებმა ისმაილ აბედის მამაც დააკავა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)