|
2017-06-05 11:39:09, 2438 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
ევროკავშირი აზერბაიჯანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული აქტივისტი, მათ შორის აფხან მუხთარლი
ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფხან მუხთარლის საქმეს ყურადღებით დააკვირდება, - ამის შესახებ ევროპული კავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა დაკავებული აქტივისტი, მათ შორის აფხან მუხთარლიც. „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის, უფლებადამცველების გატაცება და თვითნებურად, უკანონოდ დაკავება - როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. აზერბაიჯაის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას უკავშირდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მოელის, რომ კანონის მოთხოვნები და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაცული იქნება. "უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ნათლად აღნშნავს, რომ „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას“. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)