|
2017-06-05 12:10:07, 2920 ნახვა
მსოფლიო
ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იემენი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, რეგიონში არასტაბილური ვითარების ხელშეწყობასა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილებით, ყატარელ დიპლომატებს 5 სახელმწიფოს დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მიეცათ. ქვეყანასთან ასევე საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც შეწყდება და ყატარის მოქალაქეებს ოთხივე ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. ყატარი არაბული კოალიციიდანაც გარიცხეს, რომელიც იემენში აჯანყებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ხუთივე ქვეყნის ხელისუფლება ყატარს ტერორისტული ორგანიზაციების “ალ-ქაიდასა” და "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)