|
2017-06-05 15:02:03, 2345 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ნატო-ს მცდელობა, ევროპაში ძალთა ბალანსი შეცვალოს, დესტაბილიზაციას გამოიწვევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების მცდელობა, შეცვალონ ევროპაში ძალთა ბალანსი, სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. როგორც ლავროვმა აღნიშნა, მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს სამიტებზე და რუსეთი-ნატო-ს სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ერთიანი სამშვიდობო, უსაფრთხო და სტაბილური სივრცის შექმნის შესახებ, რაც რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეხება. "ჩვენ იძულებულნი ვართ, შევაჯამოთ, რომ ევროპაში არსებული ძალთა ბალანსის შეცვლის მცდელობა, ცივი ომის დასრულების მომენტიდან მოყოლებული, ბლოკის პოტენციალის უპრეცედენტო ზრდა, სამხედრო წვრთნების მასშტაბების ზრდა, ასევე აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა და მისი ევროპული სეგმენტის შექმნა, ევროპის კონტინენტზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - განაცხადა ლავროვმა ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)