პრემიერი: საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას
„ნატო-ში ინტეგრაციისა და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.