|
2017-06-02 10:53:47, 2523 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ
საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, - მხოლოდ ამ მცირე კომენტარით გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას. ამასთან, ქარჩავამ კითხვაზე - ხომ არ განიხილება საპატრიარქოში თქვენი გადადგომის შესახებ საკითხი, უპასუხა, რომ თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს. „ყველას შეუძლია სამართლებრივი მეთოდებით იბრძოლოს. ყველა შეკითხვაზე პასუხი გავეცი, მე პროკურატურასაც ვუპასუხე და ჩემი განცხადებაც მოისმინეთ. ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი იურისტის ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო, რის გამოც მან გაფრთხილებაც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)