|
2017-06-02 15:41:17, 2586 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
აბაშიძე: გაერო-ში საქართველოს რეზოლუციების მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დევნილებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა და ქვეყანა ამას უმაღლეს დონეზე აკეთებს ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ გაერო-ს 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, გაეროს ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციისთვის მხარი აქამდეც დაუჭერიათ, თუმცა მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. მისივე თქმით, დევნილებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რონ მათ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას აქცევს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი ჰუმანიტარული მისიის განხორციელებას, აბაშიძის განმარტებით, ამ საკითხში საქართველო რუსეთის წინააღმდეგობრივ პოზიციას აწყდება. ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპული პოზიციის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ შედეგს მიაღწიოს. შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)