კობახიძე: ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო
„ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“,-ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლა.