კობახიძე: ვიმედოვნებთ, ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება
"უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის-ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.