|
2017-06-02 12:45:02, 2418 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: კოპერფილდს ვკითხოთ თუ ვადაჭკორიას „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში როგორ გაჩნდა ადამიანი?
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაქრობასთან დაკავშირებული განმარტებები მისთვის გაუგებარია. ამის შესახებ მარგველაშვიმლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა. "სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი, ბაქოში აღმოჩნდა და მთელი საზოგადოება ბავშვს რომ ფოკუსს აჩვენებენ, ასე ვსხედვართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამე, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება და „ბ“ პუნქტში ჩნდება. არ ვიცი ვის უნდა ვკითხო, კოპერფილდს, ვადაჭკორიას, ვის უნდა ვკითხოთ რანაირად შეიძლება მოხდეს „ა“ პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტის რეჟიმში იმყოფება და საქართველოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. „დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. მე მინდა გითხრათ, რომ მეც, სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები, ვინც ვართ, კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ იმ ფაქტთან მიმართებაში, რაც თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება. ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს, რომ ის ბრალდებები, რომელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იქნას ადეკვატურად პასუხგაცემული, როგორც ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მოქალაქეებთან პასუხის გაცემაა, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)